საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ომი არ იქნება!დამნაშავეებს და პროვოკატორებს საკადრისი პასუხი გაეცემათ! – საერთო მედია
მაისი 18, 2024

ომი არ იქნება!დამნაშავეებს და პროვოკატორებს საკადრისი პასუხი გაეცემათ!

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიტო სამხარაძე  გუშინ დაღუპული თამაზ გინტურის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

დეპუტატის აღნიშნავს,რომ თვე არ გადის უკრაინიდან ქართველი გმირი რომ არ ჩამოვასვენოთ და აქციებს რატომ არ აანონსებენ? ანსხვავებთ ტერიტორიებს? რა მნიშვნელობა აქვს ოკუპანტი სად მოგვიკლავს ჩვენს მოქალაქეს?

გუშინ ოკუპანტებმა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე მოგვიკლეს, რაც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის მიუღებელი და შეუგუებელი ფაქტია! ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ეს არის ნაცების რეჟიმის, მიწაზე გათხლეშილი სიმულიანტი სააკაშვილის წარმოებული პოლიტიკის შედეგი! სხვა სახელმწიფოს ინტერესის გატარების გამო, ქვეყნის დაღუპვის პოლიტიკას რომ აწარმოებდა და 2007 წელს საქართველოდან გაშვებული ოკუპანტები, 2008 წელს ისევ დააბრუნა საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის ოკუპაციით, რომელსაც მოგვიანებით ქვების გროვა უწოდა! ზუსტად მაგ ქვების გროვაზე, როგორც ნაცები ეძახით, მოგვიკლეს გუშინ ოკუპანტებმა ჩვენი თანამოქალაქე!
აქცია დაუანონსებიათ! ლოიალური პოლიტიკა აქვს ოცნებასო. ანუ აგრესიული პოლიტიკის გატარებას მოგვთხოვენ? თან კარგად იციან, აგრესიული პოლიტიკა რომელიმე სახელმწიფოსთან ომს რომ ნიშნავს, მითუმეტეს მტრულად განწყობილ რუსეთთან! ან რას ნიშნავს ლოიალური პოლიტიკა? აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე უარს რომ არ ვამბობთ რაიმეს სანაცვლოდ? ბომბების წვიმა რომ არ გვინდა? კონსტიტუციაში ირაკლი კობახიძის თაოსნობით ნატო და ევროკავშირში გაწევრიანება რომ ჩავწერეთ? ეს ლოიალური კი არა, ქვეყნის ინტერესების დაცვის პოლიტიკაა, რასაც აუცილებლად გავაგრძელებთ!

 თვე არ გადის უკრაინიდან ქართველი გმირი რომ არ ჩამოვასვენოთ და აქციებს რატომ არ აანონსებენ? ანსხვავებთ ტერიტორიებს? რა მნიშვნელობა აქვს ოკუპანტი სად მოგვიკლავს ჩვენს მოქალაქეს? თუ საბაბი არ არის ქვეყნის ასარევად და ომში ჩასათრევად? დიახ, ასეა! ხალხი კარგად გიცნობთ, საერთოდ არ გვჭირდება თქვენი ბინძური ზრახვების გამოსააშკარავებლად რაიმე ძალისხმევა! ახლაც იგივე სცენარის დადგმას ცდილობთ, რაც ბევრჯერ არ გაგაკეთებინეთ და ვერც ვერასდროს მოიყვანთ სისრულეში ჩვენი ქვეყნის გადაშენებას!!! იცით კიდევ რატომ ხართ ფარისევლები? უკრაინის მილიციამ, ქართველი ვაჟკაცი მისი შვილების თვალწინ რომ მოგვიკლა და უკრაინელი მილიციონერის მხარე დაიკავეთ! ამის შემდეგ, მორალური უფლებაც დაკარგეთ ისაუბროთ და ქართველი კაცის მიმართ სოლიდარულობა ვინმემ დაგიჯეროთ! საშინელი ფაქტი მოხდა, მართლა გამწარებული ვარ, მაგრამ ვიცი რომ იმ პოლიტიკის ერთგული ვარ, რომლის გატარებით, გუშინდელის მსგავსად მოკლული ათი ათასობით მოქალაქე არ გვყავს საქართველოში!
ომი არ იქნება❗️დამნაშავეებს და პროვოკატორებს საკადრისი პასუხი გაეცემათ❗️” წერს დიტო სამხარაძე.