“7 ნოემბერს განცხადება კი არა, საერთოდ ხმა არ უნდა ამოიღო შე ნაძირალა!-ქადაგიძე გვარამიას

“ხალხის ძალის” წევრი ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე 7ნოემბრის ერთერთ შემომქმედზე და მის შემწყალებელ ზურაბიშვილზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პრეზიდენტს ნაძირალა დამნაშავეების შეწყალებაში ადანაშაულებს.
“7 ნოემბერს განცხადება კი არა, საერთოდ ხმა არ უნდა ამოიღო შე ნაძირალა!
2007 წლის 7 ნოემბრიდან დაიწყო, ჯერ შენმა ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის ოკუპაცია და 2008 წლის აგვისტოში, შენი ხელისუფლების მოღალატეობრივმა მოღვაწეობამ დააკანონა რუსული ოკუპაცია, რამაც დღევანდელ ტრაგედიამდე მიგვიყვნა.
ასე, რომ შენ და შენი ბელადი სააკაშვილი ვერ გაიქცევით ამ მემკვიდრეობას, რაც საქართველოს დღემდე შემოუნახეთ.
სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili
აი, შენ კი ტყუილად ყელყელაობ,
7 ნოემბრის აქტივისტობით.
შენი მთელი წარსული, ამ ნაძირალას შეწყალებით გააბათილე და უფრო მეტიც- არანაირი განსხვავება აღარ არსებობს,
7 ნოემბრის შემოქმედსა და მის შემწყალებელს შორის.
გვარამია-სააკაშვილზე მეტი თუ არა, ნაკლები პასუხისმგებლობა არ გენიჭება. შენი ნამოქმედარის მოსავალს, მალე მიიღებ!” წერს ზურაბ ქადაგიძე.