(ვიდეო) ხაბე: მელიას დედას ვუტირებ!

აწყობილი, ჩაცმულ დახურული, ჩაბოტოქსებულ,კბილებჩაწიკწიკებული და უკვე წარბებშეღებილი ხაბე ნიკანორ მელიას ფიზიკური ანგარიშწორებით ემუქრება, თავმჯდომარე ასევე განმარტავს თუ რატომ არ გაიტაცა სააკაშვილი „ვივამედიდან.
„ყველას მიგიჩენთ ადგილს, მეკითხებიან პრეზიდენტი რატომ არ გაიტაცე „ვივამედიდანო“ ? მე სხვა სტრატეგია მაქვს რომელსაც მალე ნახავთ,რაც შეეხება მელიას კიდევ თუ გაბედავს პარტიის სახელით ვოიაჟებს, თავისას მიიღებს ტყუილად არ ვვარჯიშობ ჯანი და სულისკვეთება სამაგისოდ მყოფნის.
აღარ მივცემ იმის შესაძლებლობას, რასაც ამ თვეების განმავლობაში აკეთებდნენ – გინდა მუქარად აღიქვას, გინდა სიმღერად და უნდა ლექსად აღიქვას, თავმოყვარეობა უნდა ეყოს ყველას და თუ ვინმეს რამე არ მოსწონს თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ნუ მაიძულებს მივუთითო, რომ სადმე კუთხეში უნდა დადგეს, ან რამე კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს. მიიღონ როგორც უნდათ, არ ვაპირებ “ნაციონალური მოძრაობის” ზიანი შევარჩინო და ვაპატიო ვინმეს. მორჩა! დახურულია ეს თემა, ეს ხალხი “ნაციონალური მოძრაობის” სახელით ამას ვეღარ გააკეთებს , – ამის შესახებ „ნაცკანტორის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.