საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ესენი არიან უსამშობლო ნაძირლები, რომელთათვის ტრაგედია არის სტატისტიკა და პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება, მეტი არაფერი… – საერთო მედია
დეკემბერი 7, 2023

ესენი არიან უსამშობლო ნაძირლები, რომელთათვის ტრაგედია არის სტატისტიკა და პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება, მეტი არაფერი…

‘ხალხის ძალის წევრი,ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე დესტრუქციული,სისხლსმოწყურებული  ოპოზიციის ქმედებებს გამოეხმაურა და  მათ უსამშობლო ნაძირლები უწოდა.

“აჰაა, 1 საათი ვერ გაძლეს!
რა სტატუსი და საქართველოს კეთილდღეობა, რა ევროკავშირი და განვითარება?!
ესენი არიან უსამშობლო ნაძირლები, რომელთათვის ტრაგედია არის სტატისტიკა და პოლიტიკური ქულების დაწერის საშუალება, მეტი არაფერი…
სააკაშვილმა, ნაც-მოძრაობამ და დღევანდელი მახინჯი ოპოზიციის კორიფეებმა მოიტანეს ეს ოკუპაცია, კოდორი, ახალგორი, ასეულობით დაღუპული და ათასობით დევნილი, ბოლოს კი საკუთარ ჯარს ომის დაწყება დააბრალეს და რუსეთთან ერთად გაინაწილეს ომის დანაშაულები.
(1633 რეზოლუცია)
2008 წლის შემდეგ კი, რუსეთს ცალმხრივად ვიზა მოუხსნეს და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას ხელი შეუწყვეს, თან ყველა სახელმწიფო რესურსისა და სტრატეგიული ობიექტის გადაფორმების კვალდაკვალ…
ერთადერთი, ხელისუფლებაა დღეს საქართველოში, ვინც პრაგმატული პოლიტიკით, უპრეცედენტო ძალისხმევით აკავებს აგრესორს და ათეული წელია კბილებით იცავს სამშვიდობო პოლიტიკას რეგიონში.
ვის აწყობს არეულობა და კატასტროფა ქვეყანაში?
აი, ვინც მიდის აქციაზე, რომ ოკუპაციის ხელშემწყობ კოლექტიურ ნაც-მოძრაობას დაუყვავოს და სააკაშვილის კოლაბორაციონისტული პოლიტიკა, რომელიც 2012 წელს დასრულდა, თავიდან გააცოცხლოს!
შეფასება საზოგადოებამ გააკეთოს!”წერს ზურაბ ქადაგიძე.