შალვა პაპუაშვილი კირბალში მომხდარზე – ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაცია ყოველდღიურად ტოვებს მძიმე შედეგებს და ატარებს რისკებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისა და მთლიანად სახელმწიფოსთვის

საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, დროულად შეაფასონ აღნიშნული ფაქტი და გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და კიდევ ერთი მოქალაქის უკანონოდ დაკავების ფაქტს.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ყველა ზომას იღებს კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად და დამნაშავის დასასჯელად.
,,ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს და მეგობრებს.
ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოკუპაცია ყოველდღიურად ტოვებს მძიმე შედეგებს და ატარებს რისკებს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანებისა და მთლიანად სახელმწიფოსთვის.
საქართველოს მთავრობა ყველა ზომას იღებს კიდევ ერთი უკანონოდ დაკავებული მოქალაქის გასათავისუფლებლად და დამნაშავის დასასჯელად.
საერთაშორისო პარტნიორებს მოვუწოდებ, დროულად შეაფასონ აღნიშნული ფაქტი და გააძლიერონ რუსეთზე ზეწოლა ოკუპაციის დასრულების მიზნით”, – წერს შალვა პაპუაშვილი.