ყველა ნაბიჯს მოვეკიდოთ პასუხისმგებლიბით, რომ წინდაუხედავმა მოქმედებამ, უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლი და შეუქცევადი ზიანი არ მოგვიტანოს
ანდრია ჯაღმაიძე სოფელ კირბალში, საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე
“ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოფელ კირბალის მახლობლად საქართველოს მოქალაქე რუსმა ოკუპანტებმა გასროლით მოკლეს. დღეს კიდევ ერთი უსამართლობის მოწმე გავხდით და უპირველესად ვუსამძიმრებ დაღუპულის ახლობლებს და ყველას ვისაც გული შესტკივა მომხდარის გამო.”- წერს სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც სოფელ კირბალში, ოკუპანტების მიერ, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს ეხმიანება.
“ეს ის კირბალია, რომლის მახლობლად, ოკუპირებულ ხაზს იქით ლომისის სახელობის ტაძარი რომ მოხვდა (ეს მლეთის ლომისის ტაძარი არ არის).