საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ხაბე მელიას ემუქრება- დამელოდონ და ვანახებ მაგათ! – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

ხაბე მელიას ემუქრება- დამელოდონ და ვანახებ მაგათ!

აღარ მივცემ იმის შესაძლებლობას, რასაც ამ თვეების განმავლობაში აკეთებდნენ – გინდა მუქარად აღიქვას, გინდა   სიმღერად და უნდა ლექსად აღიქვას, თავმოყვარეობა უნდა ეყოს ყველას და თუ ვინმეს რამე არ მოსწონს თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ნუ მაიძულებს მივუთითო, რომ სადმე კუთხეში უნდა დადგეს, ან რამე კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს. მიიღონ როგორც უნდათ, არ ვაპირებ “ნაციონალური მოძრაობის” ზიანი შევარჩინო და ვაპატიო ვინმეს. მორჩა! დახურულია ეს თემა, ეს ხალხი “ნაციონალური მოძრაობის” სახელით ამას ვეღარ გააკეთებს , – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი განცხადებებში გულისხმობდა ნიკა მელიას.

ხაბეიშვილის შეფასებით, ნიკა მელია თავისი განცხადებებიდან გამომდინარე გარიცხულია პარტიიდან.

“მიხეილ სააკაშვილმა თავად მისივე განცხადებაში აბსოლუტურად არაორაზროვნად განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლანძღვა-გინებას პარტიის შიგნიდან უნდა მორჩნენ. ვის ეხებოდა ეს წინადადება? – დარწმუნებული ვარ, ნიკა მელიას, რადგან მთელი ამ თვეების განმავლობაში ის საუბრობს “პოსტივის”, “იმედის” და კობახიძის და ღარიბაშვილის ენით. მის გარდა პარტიაში არ არსებობს სხვა, ვინც ამას კადრულობს.

დარწმუნებული ვარ შემდეგ გამოსვლაში, როგორც კი საშუალება მიეცემა, პრეზიდენტ სააკაშვილი უკვე სახელს და გვარს იტყვის. დარწმუნებული ვარ და იმედი მაქვს, რომ უკვე სახელი და გვარით იტყვის, ვინ არის ის ადამიანი, ან არიან ადამიანები, ვინც აზიანებენ მთავარ ინტერესს, რომ ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს და არა “ნაციონალურ მოძრაობას”.

ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აღარ ვაპირებ მივცე ვინმეს შესაძლებლობა გააგრძელოს პარტიის სახელის გამოყენება და დაზიანება.

ამ ადამიანმა საკუთარი თავი გარიცხა და რიცხავს ყოველდღე მისი ყოველი საჯარო განცხადებით. “ნაციონალური მოძრაობის” წევრობა არ განისაზღვრება მანდატით ან დოკუმენტით. ეს განისაზღვრება მოქმედებებით, საქციელით და “ნაციონალური მოძრაობის” წევრი როცა ხარ უნდა გქონდეს თავმოყვარეობა. რას ვაპირებ? დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და შედეგებს საზოგადოება აუცილებლად გაიგებს. ვაპირებ თუ არა მივცე ამის საშუალება კონკრეტულ ადამიანებს ვინც 8 თვის განმავლობაში მხოლოდ ივანიშვილ-ღარიბაშვილ-კობახიძის ენით საუბრობს? არ მივცემ და კარგად დაიმახსოვრონ. აღარ მივცემ იმის შესაძლებლობას, რასაც ამ თვეების განმავლობაში აკეთებდნენ – გინდა მუქარად აღიქვას, გინდა სიმღერად და უნდა ლექსად აღიქვას, თავმოყვარეობა უნდა ეყოს ყველას და თუ ვინმეს რამე არ მოსწონს თავად მიიღოს გადაწყვეტილება. ნუ მაიძულებს მივუთითო, რომ სადმე კუთხეში უნდა დადგეს, ან რამე კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღოს. მიიღონ როგორც უნდათ, არ ვაპირებ “ნაციონალური მოძრაობის” ზიანი შევარჩინო და ვაპატიო ვინმეს. მორჩა! დახურულია ეს თემა, ეს ხალხი “ნაციონალური მოძრაობის” სახელით ამას ვეღარ გააკეთებს.

სხვადასხვა ეთერში კონკრეტული ადამიანი ამბობდა, რომ “საწოლს მიჯაჭვული მიხეილ სააკაშვილი” – ნიკა მელია. ვინც ასე ეძახის ეს არის “რუსული პარტიის” წარმომადგენლები, ვინც სააკაშვილზე ამ ენით საუბრობენ – რომ თურმე ის დავრდომილია და საწოლს მიჯაჭვულია და კიდევ კონკრეტული ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ეთერში ამას პროპაგანდირებს. ყველამ მიიღოს საკუთარ თავზე ვინც ამ ენით საუბრობს.

გაბრაზებული ვარ იმ ადამიანებზე , რომლებსაც თავმოყვარეობა არ გააჩნიათ. 8 თვის განმავლობაში სარგებლობენ მათ შორის, ჩემი მოთმინებით. გარდა იმისა, რომ ზიანს აყენებენ პარტიას, ზიანს აყენებენ ქვეყნის ინტერესებს. პირად ამბიციებს, ბოღმას, რაღაც რომ ვერ გადახარშეს, დამარცხდნენ, 30 ათასმა კაცმა კარისკენ, რომ მიუთითა, რომ წადიო, ვერ შეეგუა ეს ხალხი და ყოველდღიურად ტირის და წკმუტუნებს და დავიღალეთ ყველა.

ვეფერე, ვემუდარე, ვეხვეწე – რატომ? ისევ ქვეყნის ინტერესებისთვის, ხალხისთვის – არ ესმით? სხვა რამე უნდათ? მიიღებენ! დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ეს კონკრეტული ადამიანი გარიცხულია, მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ის არ წარმოადგენს “ნაციონალურ მოძრაობას”, რადგან მისი პირი მეტყველებს ისე, როგორც კობახიძე, ღარიბაშვილო, “პოსტვ” და “იმედი”. დაიხურა ეს თემა. აღარავის მივცემ შესაძლებლობას პარტიის სახელი აგორაოს ტალახში. კარგად დაიმახსოვრონ – უნდათ მუქარად მიიღონ, უნდათ სიმღერად და უნდათ ლექსად, არ მივცემ ამის უფლებას, როგორ? დამელოდონ და ვანახებ მაგათ!”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.