მეუფე იაკობი ოპოზიციას -“არ აგარევინებთ”საქართველოს ბედს მხოლოდ ქართველები განვაგებთ!
“არ აგარევინებთ” – მეუფე იაკობი ევროპელ პარტნიორებს და ოპოზიციას აფრთხილებს,
ტყუილად ნურავის ექნება იმედი, რომ უცხოეთი რამეში ჩაერევა და აქ ავარევინებთ, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა. საქმე ეხება მოახლოებულ არჩევნებს.
“-ტყუილად ნურავის ექნება იმედი, რომ უცხოეთი რამეში ჩაერევა და აქ ავარევინებთ. კარგად იცოდნენ, ამერიკიდან ვარ დაბრუნებული და ასეთ რამეს არც ისინი აპირებენ. ამათ რატომ აქვთ რაღაცეების იმედი, რომ ხან ევროპაში გაიქცევიან, არჩევნებში დაგვეხმარე… საქართველოს ბედს მხოლოდ ქართველები განვაგებთ და სხვები არ განაგებენ და ისეთი კულტურული ერი ვართ, ნებისმიერ ადამიანებთან შეგვიძლია, ნებისმიერ ერთან ურთიერთობა შეგვიძლია. ის ადამიანები, რომლებიც უცხოეთში იმისთვის დარბიან, რომ საქართველოზე ცუდი ილაპარაკონ, გამოასწონო ყველა ის ადამიანი და სიყვარული დაანახონ საქართველოსი. მათ რომ საქართველო უყვარდეთ, რომელიმე ერთი ადამიანიც რომ უყვარდეთ საქართველოში, არ მგონია, რომ ასე მოქცეულიყვნენ. ძალიან მკაცრები ვიქნებით ასეთების მიმართ,” – განაცხადა მეუფე იაკობმა.