გრიგოლია აბობოქრდა:ვის უბედავთ, რას ბედავთ “ოცნების” ბანძო კაცებო, ვისი ზურგით ბედავთ…
მედიის “მამიდა” მრავალ მიკროფონს გადამხტარი ინგა გრიგოლია “ქართული ოცნების” მამაკაც დეპუტატებს ლანძღავს და ემუქრება.
,,ოცნების,, ბანძო კაცებო, იცოდეთ, რომ დღეიდან თქვენ ხართ პასუხისმგებელი ძალადობის ყველა ფაქტზე, რასაც ამიერიდან ექნება ადგილი საქართველოში – წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში, რომელიც ეხმიანება მმართველი პარტიის წარმომადგენლების, ალუდა ღუდუშაურისა და ირაკლი ბერაიას დაპირისპირებას ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებთან – ანა წითლიძესა და თეონა აქუბარდიასთან.
“არ მინდა გავიმეორო ის შეურაცხყოფები,რაც “ოცნების” კაცი დეპუტატების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენელი ქალი დეპუტატების მიმართ მოვისმინეთ.
ყველაზე ამაზრზენია, როცა ქალებს გენდერული ნიშნით აყენებენ შეურაცხყოფას და როცა პარლამენტის თავმჯდომარე რომ ჰქვია, ის კაცი ხმასაც არ იღებს და გათავხედებულ კაცებს არ აჩერებს, თუმცა რა ხმის ამომღები შალვა პაპუაშვილია, როცა მთელ ქვეყანას აქვს ნანახი, მისი მხრიდან დეპუტატ თინა ბოკუჩავაზე ძალადობა, რასაც მალევე პაპუაშვილის გასპიკერება მოჰყვა.
ვის უბედავთ, რას ბედავთ “ოცნების” კაცებო, ვისი ზურგით ბედავთ და რატომ გგონიათ, რომ იმის უფლება გაქვთ, რასაც სჩადით?!
ქალი რომ ადვილი დასაჩაგრი გგონიათ, ის კაცები ხართ თქვენ, ადვილი დასაჩაგრი რომ გგონიათ ქალები პარლამენტშიც, მედიაშიც, საზოგადოებაშიც და ალბათ სახლშიც..
ამიტომაა ამდენი ძალადობა ამ დაჭაობებულ ქვეყანაში ქალებზე, იმიტომ კლავენ კაცები ქალებს, იმიტომ სცემენ, ფიზიკურად თუ ფსიქოლოგიურად ძალადობენ და უსწორდებიან, რომ თქვენნაირ აღვირახსნილ კაცებს უყურებენ, უსმენენ და მერე ალბათ ფიქრობენ, რომ თუ პარლამენტში შეურაცხჰყოფენ დეპუტატი კაცები ქალებს, რა მოხდა თავადაც სახლში რომ იძალადონ ცოლებზე, შვილებზე, მეგობრებზე..
,,ოცნების,, ბანძო კაცებო (ალუდა ღუდუშაურის სიტყვით მოგმართავთ), იცოდეთ, რომ დღეიდანმ, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ძალადობის ყველა ფაქტზე, რასაც ამიერიდან ადგილი ექნება საქართველოში!
,,ოცნების,, ქალებო, თქვენც პასუხისმგებლები ხართ დღეიდან ძალადობის ყველა ფაქტზე, თუ არ გამოხვალთ და არ დაგმობთ იმ საზიზღრობას, რასაც ჰქონდა ადგილი თქვენი კოლეგა მამაკაცების მხრიდან!
ჩემი სოლიდარობა თქვენ – ანა წითლიძეს და თეონა აქუბარდიას”– წერს ინგა გრიგოლია.