საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ასეთი ბეცი აზროვნებით, რომ ცდილობენ შექმნან ვითომ განსხვავებული აზრი! – საერთო მედია
დეკემბერი 7, 2023

ასეთი ბეცი აზროვნებით, რომ ცდილობენ შექმნან ვითომ განსხვავებული აზრი!

“ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე ჟურნალისტ, მერაბ მეტრეველის  განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მეტრეველი საქართველოს ჩამორჩენილ ქვეყნად ასახელებს.

“ალეკო ელისაშვილობა, რომ გინდა და ეგეც არ გამოგდის))))
უკრაინასთან და მოლდოვასთან ჩვენი ჩამორჩენაო…
ოღონდ რას ჩამოვრჩით და რა სარგებელი ნახა უკრაინამ და მოლდოვამ მაგდენი აღარ იცის…
იმედია, გაპრივატიზებულ უკრაინულ სასამართლოს, დახურულ ოპოზიციურ მედიასა და პოლიტიკური ოპონირების არ არსებობას არ გულისხმობს…
აბა, ევროკავშირში “დსთ-ს” წევრ მოლდოვას და ომში მყოფ უკრაინას არავინ მიიღებს მინიმუმ 2030 წლამდე და რა ჩამორჩენაზე საუბრობს?
ასეთი პრიმიტივები, ასეთი ბეცი აზროვნებით, რომ ცდილობენ შექმნან ვითომ განსხვავებული აზრი, იმიტომაცაა საქართველოში ოპოზიციური სპექტრი გამარგინალებული!”წერს ზურაბ ქადაგიძე.