ზურაბიშვილი მალე დაინახავს რა უფლება აქვს მის ამომრჩეველს!

ექსპერტი ნინო ფოჩხუა კონსტიტუციის დამრღვევი ზურაბიშვილის ამომრჩევლისადმი შეურაცმყოფელ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საერთოდ დაივიწყოს სიტყვა საქართველო. აქამდე არავის შერჩენია ხალხის წინააღმდეგ წასვლა, არც ეს ქალი იქნება გამონაკლისი.
“არ მინდოდა დღეს ჩემი გვერდი ამ ქალით დამებინძურებინა, მაგრამ მის ბრძნულ გამონათქვამს, ბოღმით და სიძულვილით სავსეს, ვერ ავუარე გვერდი.
უკვე ისეთი გაბოროტებული და შეურაცხადია, ესეც იკადრა. ვისი პრეზიდენტია, ყველა რომ აგინებს და დასცინის, იუმორისტულ შოუებს რომ აწყობენ მასზე, იმ ხალხის ხომ არა? რაღაც დიდი წარმოდგენა აქვს ამ უმადურ, გაყოყოჩებულ ქალს თავის თავზე. ამას მალე დაინახავს რა უფლება აქვს მის ამომრჩეველს, არალეგიტიმური ხომ გახადა, ეს არაფერი, ყველაფერი წინ აქვს. ვინ იცის ისე გაუხდეს საქმე, საერთოდ დაივიწყოს სიტყვა საქართველო. აქამდე არავის შერჩენია ხალხის წინააღმდეგ წასვლა, არც ეს ქალი იქნება გამონაკლისი.”
ეს ქალი რომ დადის და ლაპარაკობს, მე ისეთი ბიოგრაფია მაქვს, მეკუთვნოდა პრეზიდენტობაო. თურმე არ ყოფილა არც მეორე ტური, არც “ქართული ოცნების,” თავის საზიანოდ, ჩართულობა, არც მისი ამომრჩევლის ბულინგი და შეურაცხყოფა და ა. შ.
თუ ასეთი მაღალი დონის პროფესიონალი დიპლომატი და პოლიტიკოსია, ელემენტარული ინფორმაცია მაინც ხომ უნდა ჰქონდეს გლობალურ პროცესებზე. როგორ წარმოუდგენია, ბაიდენი, რომელიც დემოკრატმა ამომრჩეველმა აირჩია, მათი ინტერესი რომ “დაიკიდოს,” რა მოხდება ხომ წარმოგიდგენიათ?
მოკლედ, გარდა იმისა, რომ პიროვნულად უვარგისი და ღირსება დაკარგული ქალია, პროფესიონალურადაც ნულია. ამ ქალზე ფსონის დადება კი იგივეა ანი წითლიძე დადო ფსონი.
წერს ნინო ფოჩხუა