მურმანა მიშას უპირისპირდება!

მიშათმადიდებელი ხმელი მურნანა “ვივამედის” ბინადარის დამნაშავე სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და ბელადს გადაწყვეტილება დაუწუნა.
თუ ჩატარდა 2024 წლის არჩევნები და პარტიული სიები დაიწერება, ეს სიები იქნება დედაქალაქის სიები – კარაქიან პურზე გაზრდილი ხალხი ჩაეწერება, – ამის შესახებ პარტია „ემსახურე საქართველოს“ დამფუძნებელმა, მურმან დუმბაძემ განაცხადა.
„მაჟორიტარული არჩევნები აღარ გვაქვს. თუ ჩატარდა 2024 წლის არჩევნები და პარტიული სიები დაიწერება, ეს სიები იქნება დედაქალაქის სიები – კარაქიან პურზე გაზრდილი ხალხი, დედაქალაქში ვინც ცხოვრობს, რუსთაველის ქუჩაზე, ის ხალხი ჩაეწერება პარტიულ სიებში, ვინ ჩაწერს ზესტაფონიდან, სამეგრელოდან და დედოფლისწყაროდან ხალხს ამ სიებში, არავინ.
პროპორციული არჩევნები ჩავატაროთ მაჟორიტარების გარეშე, მაგრამ ჩავატაროთ რეგიონულ პროპორციული არჩევნები, რომელსაც რაიმე საკონსტიტუციო ცვლილება არ უნდა. ისე, რომ რეგიონებიც იყოს წარმოდგენილი პარლამენტში, ნუ მივიღებთ მარტო დედაქალაქის სიებს“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.