საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

სააკაშვილი არის მშიშარა და ყველაფერთან ერთად – მეზღაპრეც – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

სააკაშვილი არის მშიშარა და ყველაფერთან ერთად – მეზღაპრეც

ვნახეთ, როდესაც კონტეინერით შემოვიდა, ჩაწერა ვიდეო, სადაც თქვა, რომ მოიტაცა მძღოლმა და არ იცის სად იმყოფება – ყველაფერთან ერთად ის მეზღაპრეც არის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას თქვა.

„აქედან გამომდინარეობს, რომ ის არის მშიშარა. თუ ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, მაშინ ითანამშრომლოს შესაბამის სამსახურთან. ყველაფერთან ერთად ის მეზღაპრეც არის და რაღაც ზღაპრებს ჰყვება იმ პოლიტიკაზე, რომელი პოლიტიკითაც მართა ქვეყანა და ხალხმა უარი უთხრა ქვეყნის მმართველობაზე“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

პატიმარი ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული დივერსიული ჯგუფის შემოსვლასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიებისთვის ჩვენების მიცემა მოსთხოვა. როგორც მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, სუს-ის მოთხოვნაზე უარი განაცხადა.