გიჟებო მე თქვენ დაგმარხავთ!- ჩერგოლეიშვილი მიშას და გვარამიას

“ტაბულას ” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი გვარამიას და სააკაშვილს გიჟებს უწოდებს და აღნიშნავს,რომ –მეცინება სააკაშვილიც და გვარამიაც საკუთარ უსაქციელობებს ფსიქიკური დიაგნოზებით და მენტალური აშლილობებით რომ ხსნიან.
“მენტალური აშლილობები მქონდა და ამიტომ ვიყავი უსაქციელოო, გვარამიას თავი უმართლებია.
მეგობრებო, ეს ხალხი (თანდართულ სქრინებზე) სააკაშვილის და გვარამიას ხალხია – მათ ყავდათ დაახლოებულ/ნაქირავები.
სააკაშვილი/გვარამიას ტანდემი მიზანმიმართულად და გეგმიერად, საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში მაცხადებდა ფსიქიკურად შეშლილად და მიგონებდა ჭორებს, იმიტომ რომ მათ ვუპირისპირდებოდი.
მე ამის გამო ფსიქიატრი ავიყვანე – კი ვიცოდი, რომ სრულიად ჯანმრთელი ვარ, მაგრამ ვიფიქრე როცა ამდენი ადამიანი ჩემი გიჟად გამოცხადების კამპანიაშია ჩართული და ფულს ხარჯავს რომ გიჟად შემრაცხონ- სჯობს პროფესიონალის ზურგი მქონდეს.
მადლობას ვუხდი ამ ბუზანკალს – ასე გავიგე ბრიტანეთის ფსიქიატრთა სამეფო აკადემიის წევრისგან, რომ ძალიან მყარი, ძლიერი და ჯანსაღი ფსიქიკა მაქვს და უფრო დიდი ენერგიით და თავდაჯერებით გავაგრძელე ბოროტმოქმედებთან ბრძოლა.
ახლა მეცინება სააკაშვილიც და გვარამიაც საკუთარ უსაქციელობებს ფსიქიკური დიაგნოზებით და მენტალური აშლილობებით რომ ხსნიან.
(მათგან განსხვავებით, ყველა ჩემს საქციელზე და სიტყვაზე სრულ პასუხს ვაგებ და შეურაცხადობას არაფერს დავაბრალებ არასოდეს)
დემონივით ვხარხარებ ამ მელკი არარაობებზე.
რა ვქნა – არავინაა უნაკლო.
მე თქვენ დაგმარხავთ.” წერს ჩერგოლეიშვილი