საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

ოპოზიციონერ დედაკაცებს სულ “ფალოსი” ელანდებათ! – საერთო მედია
აპრილი 19, 2024

ოპოზიციონერ დედაკაცებს სულ “ფალოსი” ელანდებათ!

 ოპოზიციონერ დეპუტატ დედაკაცებს  „ქართული ოცნების”  დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ შესაფერისი ადგილი მიუჩინა.

31 ოქტომბერს მომხდარის შეფასებისას, როცა ირაკლი ბერაიას და ალუდა ღუდუშაურის სექსისტურ განცხადებებზე ჰკითეს, ოდიშარიამ თქვა:

„ადამიანმა [ირაკლი ბერაიამ) სინანული გამოთქვა. მაგალითად, თეა წულუკიანთან დაკავშირებით, მე არ ვიცი, როგორ შეიძლება, ქალმა, რამე ქვეცნობიერია თუ ენატრებათ რამე – აი ის რუსკი კარაბლთან დაკავშირებული ლოზუნგი მე და შალვა პაპუაშვილს გვეკეთა მაშინ, როდესაც ვიყავით ირპენში და ბუჩაში. სამი ქალი რომ გამოიტანს და ქალ მინისტრს, რომ ამას გამოუფენს. თუ იქ რა წერია…”.

კითხვაზე, უნდა დატოვოს თუ არა საპარლამენტო თანამდებობა ირაკლი ბერაიამ, ბექა ოდიშარიამ უპასუხა, რომ „არავითარ შემთხვევაში”.

„აი ის პლაკატი ვინც გამოიტანა, რომელსაც ფალოსის სახელი ეწერა რუსულად, ჯერ ისინი გადადგნენ თანამდებობიდან”. – თქვა მან.

31 ოქტომბერს „ოცნების“ წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში, სხდომათა დარბაზში გენდერული ნიშნით შეურაცხყოფა მიაყენა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ანი წითლიძეს, „ოცნების“ კიდევ ერთმა წევრმა, ირაკლი ბერაიამ კი – თეონა აქუბარდიას. დეპუტატი კაცების კომენტრები იყო სექსისტური, ქალებისთვის „შეუფერებელ ქცევაზე აქცენტით”.

პარლამენტის თავმდჯომარეს მათთვის მიკროფონი არ გაუთიშავს. „ქათული ოცნების” დეპუტატების მიერ ქალი ოპოზიციონერბის შეურაცხყოფის შემდეგ შალვა პაპუაშვილს თინა ბოკუჩავამ მიმართა და უთხრა, რომ „მინიმალური რეაგირება იქნებდა, ირაკლი ბერაია თავდაცვის კომიტეტის პოსტიდან გადაეყენებინა”.

პასუხად პაპუაშვილმა თქვა, რომ უხამსობა იყო „ის წარწერა საპროტესტო ბანერზე, რომელიც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს გამოუფინეს”.

ბანერი „ქართული ოცნების” ლოგოთი და წარწერით: „Русский военный корабль, иди на хуй“, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა — თინა ბოკუჩავამ, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაიამ 20 სექტემბერს გაშალეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტრიბუნასთან, სადაც კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი მინისტრის საათის ფორმატში გამოდიოდა.

მოგვიანებით ირაკლი ბერაიამ თქვა, რომ „ემოციურად გადააჭარბა და ბოდიშს იხდის”. თუმცა, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის პოსტიდან გადადგომას არ აპირებს. ალუდა ღუდუშაურის თქმით კი, „არაფერი აქვს საბოდიშო”.