საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო - Information-Analytical Agency - Информационно-аналитическое агентство

sos! ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში პუტჩის მცდელობა იქნება! – საერთო მედია
ნოემბერი 29, 2023

sos! ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში პუტჩის მცდელობა იქნება!

“ქართული დასის” დამფუძნებელი ჯონდი ბაღათურია “საერთო გაზეთისთვის” მიცემულ ინტერვიუში სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ბაღათურია ” მიიჩნევს,რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემკვეთებიც და შემსრულებლებიც ქვეყნის გარეთ არიან! 
  ოქტომბერ-დეკემბერში კი არა, ოპოზიციას გადატრიალების მცდელობა 2012 წლიდან აქვს _ მას მერე, რაც ძალაუფლება დაკარგა. მეთორმეტე წელია, ამაოდ ცდილობენ, ხელისუფლებაში ძალადობრივი და არა არჩევნების გზით მოვიდნენ. ეს არც გამოუვათ, რადგან მთავარი ავტორიტეტი, რეპუტაციაა, რაც მიწასთან არის გასწორებული. პარადოქსია, მაგრამ თორმეტი წლის მერეც საზოგადოებას მათ მიმართ ზიზღი, სიძულვილი არ განელებია. ასე რომ, ხალხი მათ აღარ გაჰყვება. ქუჩაში მათ გამოყვანას და პარლამენტში, ან სადმე სხვაგან შეჭრას ოპოზიცია ვერ შეძლებს. ამის პერსპექტივა ნულია.
 თუმცა, არსებობს სხვა პერსპექტივა – სამხედრო გადატრიალების, ეგრეთ წოდებული პუტჩის მოწყობის მცდელობა, მაგრამ არა მგონია, ძალოვანი სტრუქტურების გადაბირება შეძლონ. მათ შესაბამისი გავლენები არ აქვთ, მაგრამ ოპოზიციის პატრონებს – ტრანსგენდერულ კოლექტიურ დასავლეთს ამის გაკეთება არ გაუჭირდება. მათი მთავარი კერპი და საფიცარი ხომ ტრანსგენდერობაა. დიახ, სწორედ ტრანსგენდერული კოლექტიური დასავლეთისგან მოდის ხელისუფლების დამხობის შეკვეთა. იცით, რატომ სურთ ხელისუფლების დამხობა? _ იმიტომ, რომ მან უარი განაცხადა დასავლეთის დაკვეთის შესრულებაზე _ რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება დაეწყო.
  იქ დაუმორჩილებლობა ყველაზე დიდ დანაშაულად მიიჩნევა, რაც სხვა ქვეყნებისთვის ცუდი მაგალითია. დასავლეთი სულ რომ დაიქცეს, არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხევს და ყველანაირად შეეცდება საქართველოს დასჯას იმ დაუმორჩილებლობის გამო, რაც მთავრობამ ომში ჩაბმაზე მტკიცე უარის თქმით გამოიჩინა. ეს შეიძლება გადამდები იყოს. ამიტომ, თუ დასავლეთი საქართველოს არ დასჯის, ეს დაუმორჩილებლობა სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება.
  ამის სიმპტომები უკვე გამოიკვეთა რუსეთისა და ჩინეთის ერთობლივმა ჯანყმა. დასავლეთის დომინირების წინააღმდეგ ძალიან ბევრი სახელმწიფო წავიდა: საუდის არაბეთი, მექსიკა, ბრაზილია. მათ დასავლეთის შიში ჰქონდათ, მაგრამ ახლა თავისუფლების სურვილის დემონსტრირებას საჯაროდ ახდენენ და დაუმორჩილებლობის აქტებიც იზრდება.
გადავხედოთ, რა ხდება მსოფლიოს ახალი გადანაწილების კუთხით. უკრაინაში ომს მარტო ერთ რუსეთთან ორმოცდაათი სახელმწიფო აგებს. ორიოდ დღის წინ ბაიდენმა თავად განაცხადა: რუსეთს ორმოცდაათი სახელმწიფო ვებრძვითო. ასეა, ოღონდ ბრძოლა უკრაინის ტერიტორიაზე მიდის. ასე რომ, დასავლეთს ჰყავს ძალოვან სტრუქტურებში თავისი ხალხი, რომელთა მეშვეობით შეუძლია საქართველოში სამხედრო გადატრიალების მოწყობა. უბრალოდ, აქ ორი მნიშვნელოვანი ნიუანსი იკვეთება: ნებისმიერ სამხედრო გადატრიალებას სჭირდება ფასადი _ ქუჩაში 40-50 ათასი ადამიანი მაინც უნდა გამოიყვანონ. ამ რაოდენობის ხალხის შეკრება ოპოზიციას არ ძალუძს. დასავლეთის ლიდერებსაც ისე გაუჭირდათ, რომ კუბილიუსი მათ პირდაპირ უკვეთავს: ევროკავშირში მიგიღებთ, ოღონდ თქვნი მთავრობა შეცვალეთო. ბევრს, მათ შორის ახალგაზრდებსაც, მართლაც უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება, რადგან ისევ იმ ძველ ორგანიზაციად აქვთ წარმოდგენილი, რომელთანაც ღირდა ურთიერთობა, სადაც მძლავრობდა ეკონომიკა, იყო სიტყვის თავისუფლება, დაცული იყო ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ. ახლა ეს ყველაფერი მოკვდა. ევროკავშირს თავის კუბილიუს-კრამონ-ფოტიგიანად ნიღბები ჩამოსძვრა.
ვფიქრობ, ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში პუტჩის მცდელობა იქნება. ვიცი, ვინც შეიძლება, ეს გააკეთოს _ მოქმედებას ისინი დაიწყებენ, ვისგანაც ხელისუფლება ამას ყველაზე ნაკლებად მოელის.
 ინტერვიუს სრულ ვერსიას “საერთო გაზეთის” ბოლო ნომერში წაიკითხავთ.