ჰაერში სამშობლოს ღალატის სუნი ტრიალებს!

მოშე არიგებს თავის გასათხოვარ გოგონას: “დაიხსომე! კაცის ორი ტიპი არსებობს, ერთი – ვისაც შეუძლია მაცივარი მეცხრე სართულზე აიტანოს და მეორე – ის, ვისაც შეუძლია, ამაში ფული გადაიხადოს!”
მოშე ჭკვიანია და “მოშე” მარტო არ არის, მაგრამ ჩვენ?
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ძალიან მომწყინდა “მსოფლიო მოშე”!
“იმათ”, უცხოელ მოშეებს კიდევ მიაფუჩეჩებდა ქართველი კაცი, მაგრამ ეს ტანკლიტუნკლი ქალების ატანა აღარ მაქვს!
ვეჟო, ქალი რომ გქვიან, ცოტა ქალობაც ხომ უნდა ითამაშო?
ტელევიზიით ვნახე რაც მოხდა ე.წ. პარლამენტში….
ვის ვკითხო, არც ვიცი: ამგვარი რამ სადაც ხდება, ის პარლამენტია?
ვინ ვართ ჩვენ, საქართველოს რიგითი მოქალაქეეები, ე.წ. ოპოზიციაზე ჩამოკიდებული ხალხი?
და ვინ არის ის ე.წ. ოპოზიცია? ვინმე წითლიძე ანადან ანბანს ამიყევით მაღლა…
გავიგეთ, რომ ყველანაირი რესურსი ამოეწურათ ამ ქვეყნის მავნებლებს და უკადრებელის კადრებაზე გადავიდნენ, მაგრამ მათი მაყურებელი საზოგადოება არავინ არის ხელისუფლებისთვის?
ვინმე თინათინ ბოკუჩავას გაკაპასება არ მიკვირს, ოქროს სამაჯური მჩუქებელზე დიდ დამოკიდებულებას იწვევს, მაგრამ დანარჩენებს რა აჩუქეს ასეთი, რომ საკუთარი ღირსება ფეხზე დაიკიდეს?
“ქართული ოცნება, იდი ნა …!” – ამას რომ გამოფენ პარლამენტში სიტყვაში გამომსვლელი მინისტრის ტრიბუნის წინ და თავი ქალი გგონია, ესე იგი მძიმე მდგომარეობაა გამომფენების ფსიქიკაშიც და საქართველოს ხელისუფლებაშიც, კონსტიტუციაშიც, ეთიკაშიც და, უბრალოდ, ქალობაშიც…
დაიშალა, დაქუცმაცდა “ნაცმო” და ურობოროსივით საკუთარი კუდის ჭამიდან ერთმანეთის ჭამაზე გადავიდნენ.
ჩემთვის ამოუხსნელი კადრები იყო, ქ-ნი სალომე სამადაშვილი რომ გარბოდა, თითქოს ვინმე “ნისკარტა” ცხვირის მოჭრას უპირებდა ანესთეზიის გარეშე.
უბრალოდ, საშინელი აღსაქმელი იყო, პირადად მე რაც ვნახე და უარესი საშინელება აღმოჩნდა, სუს-ის განცხადება.
პატივცემულებო, სამოქალაქო ომი გნებავთ?
აბა, რას ნიშნავს, რასაც პატივცემული სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტი მამაცნობს?
რა საინტერესოა, როდესაც სუს-ი აღმოაჩენს “რაღაცას” და საზოგადოებას ამცნობს. ჩვენ, საზოგადოებამ, რა უნდა ვქნათ, ტანზე სამოსი შემოვიხიოთ, თუ შავ ბაზარზე იარაღის ყიდვას დავეშუროთ?
მე, საქართველოს რიგით მოქალაქეს, რატომ უნდა მჭირდებოდეს სონა-მკითხავთან სიარული, რა ვქნა-მეთქი?
იცით, რა მაინტერესებს? – როდესაც ცალკეული პირები, ორგანიზაციები თუ ადამიანთა ჯგუფები შეიარაღებული ადამიანების კონცენტრირებას ახდენენ, სახელმწიფო არ ფუნქციონირებს?
რიდესაც მე, რიგითი მოქალაქე ქალი ამას ვისმენ, მზარავს, საომრად ვამზადებ საკუთარ თავსაც და ჩემს შვილებსაც, მაგრამ ვის წინააღმდეგ, ძმის?! არ უნდა დამთავრდეს ეს შეკვეთილი მარაზმი?
კარის მეზობლები მყავს, უსაყვარლესი დები, აფხაზეთიდან ლტოლვილები, ფირცხალავები არიან, “ნაცმოს” ერთგულები, გავექანო და დავხოცო თუ მე უნდა გავხდე მათი წერა?
სუს-ი, კუდ-ი თუ ყელბერა, მე რას მამრთხილებ, რა უსაშველო გჭირს, შიგნით და შენითვე ვერ მოგიგვარებია? – ეს განაცხადი იმას მაგონებს, მე შნო არ მაქვს და მიდით, მისცხეთო!..
ძალიან მოკრძალებულად მინდა, მრუდე სარკე გავასწორო, ზაფრა ავარიდო გაოგნებულ მდგომარეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, მაგრამ გამგები სად ვეძიო, ყველა ხომ ვერ კითხულობს ჩემს სიტყვებს…
ძალიან არ მომწონს რაღაც და სახელსაც ვერ ვარქმევ! მეშინია და ვერ ვარქმევ!
უკაცრავად და, ჰაერში სამშობლოს ღალატის სუნიც ხომ არ ტრიალებს, მით უფრო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსსა თუ საქართველოს კონსტიტუციაში ასეთი მუხლი წინსწრებით გააქრეს?
რა ვიცი, მოჩვენებები დამეწყო ვითომ?
მე, ამ ციდა ქალმა, საქართველოსთან ერთად გამოვიარე ყველა ის უბედურება, რასაც საქართველოს სირცხვილი დავარქვი და არ მინდა, კვლავ იგივე განმეორდეს!
მიუხედავად იმისა, რომ სხვა მოცემულობა და ვითარებაა, ზოგი რამ საოცრად ჰგავს 90-იანი წლების “მხედრიონისა” და “გვარდიის” ჩამოყალიბების პროცესს. მაშინაც გვყავდნენ “ტიკლიმიკლი” ქალები და კაცები; მაშინაც გვყავდნენ “ურა-პატრიოტები”; მაშინაც გვყავდა ყველა ისინი, ვინც ახლა გვყავს, ამჯერად უფრო გალესილები… საინტერესოა, ჩვენ, მრავლისმომსწრე საზოგადოებას “დე-ჟავიუ” გვჭირს თუ გონებრივად ჯანზედ ვერ ვართ?
უწყინარი შეკითხვა მაქვს: ტელეგრამ-არხები იტყობინებიან, რომ 21 სექტემბერს ერევანში მოხდა რამდენიმე ასეული უკრაინის მოქალაქის დაკავება. ქვეყნის პოლიცია კონტრდაზვერვასთან კოორდინირებულად მუშაობს – გამოვლინდა ქვეყანაში ლტოლვილების საფარქვეშ შემოგზავნილი და მოქმედი 270-მდე უკრაინის სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურის აგენტი.
გარდა ამისა, აიყვანეს 150-მდე ადგილობრივი სომეხი მოქალაქე, რომლებიც იზიარებდნენ ანტირუსულ პოზიციას, და რომელთა მიზნები და ამოცანებია, მიაღწიონ დესტაბილიზაციას ერევანში საპროტესტო აქციების დროს და “მაიდანის” სცენარის მსგავსად, მოახდინონ ძალოვნებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა. ГУР-ისა და СБУ-ს მიერ შემოგზავნილ კონტინგენტს წარმოადგენენ 25-დან 40 წლამდე ქალები და მამაკაცები, პროფესიონალი აგენტები.
მამაკაცების ძირითადი ფუნქციაა – მოახდინონ ბრბოს სამოქმედო კოორდინაცია ვითარების გამძაფრების მიზნით. ქალები ახდენენ იარაღისა და თვითნაკეთი ფეთქებადი მოწყობილობების ე.წ. “ჩადებებს” (“закладки”), რომლებიც წინასწარ შეისყიდეს ადგილობრივი მოსახლეობისაგან.
ერევნის ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები ნაწილობრივ მხარს უჭერენ უკრაინულ აგენტურას. უახლოეს დღეებში (თუ არა საათებში) მოსალოდნელია პროვოკაციები რუსეთის საელჩოსთან, ასევე ზვართნოცის აეროპორტში. აღნიშნული ინფორმაციის წყაროების მონაცემებით, ამ დროისთვის ადგილობრივი ხელისუფლება აკონტროლებს სიტუაციას.
ჩვენთვის ყოველივე ეს მნიშვნელოვანი და საყურადღებოა სუს-ის ანალოგიური შინაარსის განცხადების ფონზე. გვმართებს ყურადღება და სამართალდამცავი ორგანოების სრული მობილიზაცია. ჩვენ გვახსოვს სააკაშვილის კონტეინერით მოგზაურობის პერიოდში, 2021 წლის 28 სექტემბერს კიევი-თბილისის ავიარეისით ჩამოფრენილი ოცზე მეტი უკრაინელი ბოევიკის სამშობლოში უკან დაბრუნების ფაქტი.
არ არის გამორიცხული, უკრაინული აგენტურის ნაწილი საქართველოში სომხეთიდან შემოვიდეს. არაა გამორიცხული, თავის დროზე შემოსული აღნიშნული აგენტურა უკვე იმყოფებოდეს საქართველოში. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, სააკაშვილის მოწოდებები მეტყველებენ იმაზე, რომ გამოუცხადებელი ომის უკანასკნელი ბრძოლის ხაზი გახსნილად აქვთ გამოცხადებული. იმედია, ჩვენც მზად ვართ ამისთვის.
არ მინდა, ზედმეტი ვთქვა, მაგრამ სიტუაცია რომ მაიძულებს, ვის მოვკითხო პასუხი? ვერ გავიგე, რაც ერევანს ეპატიება, თბილისისთვის მომაკვდინებელია?
ჩემს გარდა არავინ ფიქრობს, რომ თბილისი, ფაქტობრივი საქართველო, ვიღაცას სათამაშო თოჯინად ეჩვენება თუ უნდა, რომ ასე იყოს?
ამასწინათ ვთქვი, უკრაინა სიტუაციური მძევალია-მეთქი. ჩვენ ვინ ვართ? არავის უნდა აღიარება რომ სიტუაციური კი არა, საკვირველად “გაფორმებული” მძევალია საქართველო! დიახ, გაფორმებული, რადგან პირდაპირ ჩაგვაწერინეს კონსტიტუციაში საკუთარი ხელით, რომ ნატო და და სხვა პოლიტმაქინაციების მძევლები ვართ!
იტყვი – ცუდი ხარ, არ იტყვი – იდიოტი!
რატომ არ ვყვირით, რომ: ერევანში დაკავებულია უკრაინის 57 მოქალაქე, აქედან ოთხი ქალბატონი – თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს კადრის (!) თანამშრომელია. უკრაინის რვა მოქალაქეს უკვე წაუყენეს ბრალი და მათ მიმართ აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმეები შემდეგი მუხლებით: სამართალდამცველებზე თავდასხმა, ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა/გასაღება და სხვა.
ამ 57-დან – 44 ჩამოვიდა საფრანგეთიდან, ხოლო 13 – საქართველოდან. ნიშანდობლივია, რომ უკრაინელების დაკავება/დაპატიმრება მოხდა სომხეთში, რომელმაც დეკლარირებულად განაცხადა თავის დისტანცირებაზე რუსეთისა და ორგანიზაცია ОДКБ-დან. რამდენი შემოგზავნილი უკრაინელი აგენტი თუ მათი სპეცსამსახურების კადრის ოფიცერია საქართველოში. იმედია, ამის შესახებ ჩვენი შესაბამისი ორგანოები საქმის კურსში არიან.
რა ვქნა, მხარე ვარ და სახელად საქართველო მქვია!
რეალისტი ვარ! არ მომწყინდება ერთი ხაზის გატარება – რომ არა საქართველოს დღევანდელი გაწონასწორებული ხელისუფლება, მე ამ სიტყვებს ვერ დავწერდი და თქვენ ვერ წაიკითხავდით, უსახელო საძმო საფლავში ვიქნებოდით ჩაყრილები…
ერთი რამ არ მესმის და ვერც ვერასოდეს გავიგებ – ომი რატომ უნდა გერჩივნოს მშვიდობას?
ჩემო პატივცემულებო, ხუმრობით დავიწყე, მაგრამ, სამწუხაროდ, სახუმარო არაფერია!
დიდ პატივს ვცემ მოშესაც, სედრაკასაც და ივან ივანიჩსაც, მაგრამ ჩემი საქართველო თავს მირჩევნია!
ცნობილი სიტყვებია: “როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან მე არ ვყოფილვარ კომუნისტი; როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან მე არ ვიყავი პროფკავშირელი; როდესაც ნაცისტებმა წაიყვანეს ებრაელები, მე გავჩუმდი, რადგან მე არ ვყოფილვარ ებრაელი. კათოლიკეებზე გადავიდნენ, და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ… შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო…
მონოლოგი ცოტა ვრცელია, მაგრამ ეს ამონარიდი, ვფიქორბ, საკმარისია…
რიგითი ქართველი ვარ, სხვა არავინ!
თავში ვთქვი და გავშლი – მოშე ძიამ ქალიშვილს უთხრა: შვილო, შე ვირიშვილო, იგეთს უნდა დანებდე, მერე რომ მაცივარს ვიღაც სხვა ათრევდესო… ის აღარ უთქვამს, მაცივრის თრევას კიდევ რა შეიძლება მოჰყვეს…
მე მითქვამს და მავანმა გაიგოს – საქართველო აღარ არის ის საქართველო, რომელიც ყურფიჩორასავით მიწვება მარჯვენა მხარზე თავმიდებული!
საქართველო ცოცხალია, ის რეაგირებს გარე გამღიზიანებლებზე და თან ავისმომასწავებლად!
მითქვამს მე – საქართველო ცოცხალია!
ნინო დაუშვილი