პრეზიდენტის ვოიაჟი და განცხადებები რევოლუციურ სცენარს ემთხვევა

ოპოზიციასთან ნებისმიერი შეხვედრა ნიშნავს, რომ ხდება კოორდინაცია, პოზიციების შეჯერება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.
„მთავარი, რაც გავიგეთ მისი მოგზაურობის შედეგებიდან, არის ის, რომ კიდევ ძალაშია რაღაც გაუგონარი ფორმულა, რომ კანდიდატის სტატუსი საზოგადოებას ეკუთვნის, მთავრობას კი – არა. ეს არის მინიშნება იმისკენ, რომ საზოგადოებამ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რომ თავისივე არჩეული მთავრობა მოიცილოს. ანუ, რევოლუციურ სცენარს ემთხვევა მისი ეს განცხადებები, ვოიაჟი და თავისთავად კონსტიტუციის დარღვევა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.