ნიკა გვარამია პანიკაშია!

მას შემდეგ, რაც სააკაშვილის რეჟიმის თანაავტორი ნაპროკურორალი ნიკა გვარამია კანდიდატის სტატუსის მიღების მოწინააღმდეგედ დაასახელეს ისტერიკაში ჩავარდა და დევნის მანიამ შეიპყრო.
“დაიწყო ქართულმა ოცნების პროპაგანდამ ჩვენი შემზადება ევროკავშირის სტატუსზე უარისთვის. სულ ტყუილად: არ გამოვა არავიზე გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ გაუგებარი მავნებლური და ოცნების პროპაგანდაზე უცნაურად და ზოგჯერ საეჭვოდაც წყლის დამსხმელი განცხადებებით ზოგიერთი უმწიფარი ოპიზიციონერი და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი უმწიფარი წარმომადგენელი.
არ გამოვა გადაბრალება, იმიტომ რომ თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მხოლოდ იმიტომ რომ ოცნება გამალებით საბოტირებს პროცესს და ზემოხსენებული ზოგიერთის “მაინც” და თვალის ჩაპაჭუნება ფეხებზე კიდია იქ ყველას და მხოლოდ აღიზიანებს.
საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესი თუ უკარნახებთ, მოგვცემენ. ქვეყანაში, სადაც დემოკრატია დანგრეულია და ევრორეკომენდაციების 2/3 შეგნებულად არათუ არ სრულდება, არამედ მიზანმიმართულად უარესდება, ვერავითარი სხვა მოტივაცია ბუნებაში ვერ იარსებებს: ვერც სოციოლოგია, ვერც ქართული პოლიფონია, ვერც ვეფხისტყაოსანი და ვერც სალომე ზურაბიშვილის ტურნეები” | წერს სააკაშვილის რეჟიმის ერთერთი შემომქმედი, ნიკა გვარამია